192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მთავრობა განიხილავს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის 89 საინვესტიციო პროექტს, ნიკოლ ფაშინიანი
2019-03-20 12:00:25

სომხეთის მთავრობასთან მიმდინარეობს 89 საინვესტიციო პროექტის განხილვა დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის საინვესტიციო მოცულობით. ამ პროგრამებიდან  42, 774 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, რეალურად განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხოლო დანარჩენები -აქტიური დისკუსიის ეტაპზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა. "ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული ზრდა ინვესტიციების ინტერესებში."

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის თებერვალში 2018 წლის თებერვლთან შედარებით სომხეთის რესპუბლიკაში იპოთეკური სესხების მოცულობა 100% -ით გაიზარდა.

"ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში იპოთეკური სესხების ზრდა 145%  შეადგინა გასული წლის თებერვლის თვესთან შედარებით. მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში იპოთეკური პორტფელის მოცულობა 30% -ით გაიზარდა და ექსპერტების შეფასებით ეს უზარმაზარი ზრდაა. მინდა წარმოგიდგინოთ ის ჯაჭვი, რომელშიც ამ ციფრებ გავლენა ექნება რეალურ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება მშენებლობის მოთხოვნა, რაც თავის მხრივ  ახალ სამუშაო ადგილებს წარმოქმნის არა მარტო მშენებლობის სფეროში, არამედ სამშენებლო მასალების წარმოებისა და მომსახურების სექტორში და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც თავის მხრივ, უმუშევრობის შემცირებას და ახალი სამუშაო ადგილების გახსნას გამოიწვევს, ", - განაცხადა ნიკო აშინიანმა.