192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღი ცნობილია
2019-03-21 08:09:34

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარლამენტში დეპუტატის მანდატისთვის ოთხი ადამიანი იბრძოლებს

,,სპუტნიკი საქართველოს ინფორმაციით,  საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 19 მაისს გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლას აპირებენ პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი, პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" წარმომადგენელი გერმან საბო და პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან" ადვოკატი შალვა შავგულიძე.

ჯერჯერობით უცნობია მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებში საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს თუ არა.