192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„ბედნიერების რეიტინგში“ საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა
2019-03-21 10:16:01

რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთს უკავია. მეორე და მესამე ადგილზე კი დანია და ნორვეგია გავიდნენ.

,,სპუტნიკი საქართველოს ინფორმაციით,  საქართველომ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების 2018 წლის რეიტინგში 128- ადგილიდან 119- ადგილზე გადაინაცვლა.

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი (World Happiness Report) სპეციალურად გაეროსთვის მომზადდა. 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა.

საქართველო 119- ადგილზეა და გვინეასა და გამბიას შორის განთავსდა. როგორც კვლევაში აღინიშნება, 2005-2008 და 2016-2018 წლებთან შედარებით, ქვეყნის ბედნიერების დონე ახლა უფრო მაღალია. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიბედნიერების რეიტინგში" უფრო მაღალ პოზიციებზე აღმოჩნდნენ: სომხეთი 116- ადგილზეა, აზერბაიჯანი 90-ზე, რუსეთი 68- და თურქეთი 79- ადგილზე.

რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთს უკავია. მეორე და მესამე ადგილზე კი დანია და ნორვეგია გავიდნენ.

რეიტინგში ბოლო, 156- ადგილი სამხრეთ სუდანს უკავია. ყველაზე უბედურ ქვეყნებად დასახელდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი, ტანზანია, რუანდა და იემენი.

World Happiness Report 2016–ის რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რთულ სიტუაციებში სოციალური მხარდაჭერა, მთავრობისადმი ნდობა, სამოქალაქო თავისუფლება (ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების შეფასება, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება), მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე, რომელიც ქველმოქმედებაზე შემოწირულობების ოდენობების თვალსაზრისით ფასდება.