192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი ორგანიზებას გაუწევს ფრანკოფონიისა და რეგიონალური ინტეგრირების ეკონომიკურ ფორუმს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ფრანკოფონიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2019-03-21 13:00:59

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება, რომელზე სიტყვით გამოვიდ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოჰრაბ მნაცაკანიანი. ამის შესახებ აუწყებს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  ოჰრაბ მნაცაკანიანმ თავის გამოსვლაში აღნიშნა:

"სომხეთი ამაყობს ფრანოფონი წევრ  ათეული სახელმწიფოსა და მთავრობის ხელმძღვანელთა გამაერთიანებელი ფრანოფონი უმაღლეს ორგანოთა სრულმასშტაბიანი შეხვედრის უზრუნველყოფით.

ფრანკოფონიის სამიტის თავმჯდომარეობის პერიოდში სომხეთი ფრანკოფონიის კომიტეტთან ერთად წარსდგება მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივებით, კულტურული მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების სფეროში ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა იუნესკო და ევროსაბჭო.

სომხეთი ასევე ორგანიზებას გაუწევს ფრანკოფონიისა და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციის პროცესების კორდინირების საკითხებზე ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც მიზნად ისახავს ფრანკფონის ეკონომიკური სტრატეგიის შესაბამისად რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ ეკონომიკურ ზონებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნეს ყველა შესაძლებლობა, რათა ფრანკოფონიის სივრცეში  თანამშრომლობა ციფრულ სექტორში განვითარდეს. "