192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შვედეთი მზად არის ორმხრივი თანამშრომლობის ფანჯარა გახსნას სომხეთისათვის
2019-03-21 14:59:51

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია შვედეთის სამეფოს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მინისტრის პიტერ ერიქსონის ხელმძღვანელობით.

როგორც გვაცნობეს სრ ვიცე-პრემიერის ოფისიდან,  მჰერ  გრიგორიანმა წარმოადგინა ოთხ ძირითად სფერო, სადაც მთავრობა გეგმავს განახორციელოს რეფორმები. ესენია:  ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა და იუსტიცია.

როგორც პიტერ ერიქსონმა აღნიშნა, შვედეთი მზად არის სომხეთისათვის ორმხრივი თანამშრომლობის ფანჯარა გახსნას.  თანამოსაუბრეების აზრით, არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი,რომელიც  რეალიზებული ინდა იქნას.

შეხვედრაზე განხილული იქნა სომხეთში ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის საკითხები:  საგადასახადო რეფორმების ლოგიკა, ანტიკორუფციული პოლიტიკა, ასევე  ეკონომიკის სფეროში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.