192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე
2019-03-21 15:33:26

ზოგი სახლი შუა საუკუნეების დრამის თუ არა, ტრაგიკომედიის მზა დეკორაციას მოგაგონებთ. ასეთი თეატრალური იერსახის ოთახებს გრიბოედოვის 14 ნომერში წააწყდებით. კედლის მოხატულობა, შერწყმული ნაძერწ დეკორატიულ ოქროსფერ დეტალებთან, საცხოვრისს ისეთ თეატრალურობას სძენს, რომ ალბათ არავის შეაშფოთებს, თუ უცებ რომელიმე კარი გაიღება და იქიდან ბაროკოს ეპოქის ფრეილინა გამოსრიალდება.

სახლი პირველ ფოტოზთევზის მრეწველი ანდრეი ტუნებეგოვის აშენებულია. ბინის მცხოვრებთ ახსოვთ ტუნებეგოვის ქალიშვილი, ვარვარა ანდრეევნა. ამბობენ, რომ გამორჩეული ბუნების ქალბატონი იყო.

მეორე ფოტოზე წარმოდგენილი სახლი, რომელშიც ძველებური ავეჯით გაწყობილი ეს მყუდრო ოთახია განლაგებული, მაჩაბლის 18 ნომერში მდებარეობს. აქ სურენ კრასილნიკოვი ცხოვრობს. 

სურენის წინაპრები ბაქოდან ტფილისში XIX საუკუნეში გადმოსახლებულან. დიდი ბებია ვიქტორია, როგორც მაშინ იყო მიღებული, პატარა ასაკში გაჰყოლია ცოლად ნიკიტა კრასილნიკოვს.

ფოტოზე გამოსახული სახლის კარი არაფრით არ გამოირჩევა და არ არის თვალში საცემი. სახლის მფლობელი კი, არც მეტი არც ნაკლები, მილიონერი ალექსანდრ მანთაშევი გახლდათ. ერთი სიტყვით, შენობა ბურჟუაზიული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია თავისი მოკრძალებული ხიბლით.

1910 წელს სანქტ-პეტერბურგში იმპერატორის სასახლეში საახალწლო მიღებაზე ქვეყნის 20 უმდიდრესი ადამიანი მიიწვიეს. მოსაწვევების ნომრები შეესაბამებოდა მათ კაპიტალს იმ მომენტისთვის. ალექსანდრ მანთაშევის მოსაწვევ ბილეთს ეწერა ციფრი 13. მანთაშევმა ქონება ნავთობის საბადოებზე დააგროვა. გარდა ამისა, იგი სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა კავკასიის ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური დაწესებულების - ტიფლისის კომერციული ბანკის ადმინისტრაციულ საბჭოს. ამ ბანკის აქციები სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე იყო კოტირებული.

მანთაშევის ანდერძის თანახმად, ქონება მხოლოდ იმას ერგებოდა, ვინც გრიგორიანელ სომეხზე დაქორწინდებოდა. მაგრამ ყველა მისმა შთამომავალმა საცოლე გულის კარნახით შეარჩია და ბედი მილიონებით არ გაუზომავს...

მანთაშევები ქიქოძის ქუჩაზე, 8 ნომერში ცხოვრობდნენ. სახლი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის მიწურულსაა აშენებული. კერძო საკუთრებაა და შესვლა აკრძალულია. თანაც იყიდება.