192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანი და პიტერ ერიკსონი განიხილავენ სომხეთსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს
2019-03-22 10:00:46

პრემიერ-მინისტრის აპარატის უწყებით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში მომხდარი დემოკრატიული პროცესები კანონის უზენაესობის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისცვისა და გამჭვირვალობის შეუქცევად და ახალ შესაძლებლობებს იძლევა, აღრმავებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას, მათ შორის, შვედეთთან  რომელსაც დაგროვილი აქვს სამაგალითო გამოცდილება ამ სფეროში. მისი სიტყვებით, სომხეთს აქვს  რეფორმების დიდი დღის წესრიგი და მზად არის თანამშრომლობის გასაფართოებლად ევროკავშირთან, ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში.

პიტერ ერიკსონმა განაცხადა, რომ შვედეთი მზად არის სომხეთთან კავშირების გასაღრმავებ, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, მათ შორის, ასევე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში, როგორც 10 წლის წინ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორი ქვეყანა.  

ნიკოლ ფაშინიანმა პიტერ ერიკსონთან ერთად  განიხილ მათი ქვეყნებისათვის საინტერესო რიგი საკითხებ, მათ შორის, გარემოს დაცვა, განახლებადი ენერგიის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. მიღწეულ იქნა შეთანხმება ორმხრივი უწყებათაშორისი მუშაობის თაობაზე მემორანდუმის შესამუშავებლად,  რომელიც  ასახული იქნება  თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და პროექტები.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური სტაბილურობის საკითხებზე, კერძოდ, შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს.