192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში ახალი საგამოძიებო უწყება იქმნება
2019-03-22 10:56:08

იუსტიციის მინისტრმა ამჟამინდელი ხელისუფლების მიღწევად დაასახელა ის, რომ იქმნება უწყება, რომელიც ჩინოვნიკების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ისაუბრა ახალი უწყების - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ, რომელიც სულ მალე ამოქმედდება.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაეკისრება პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორის ვალდებულებები და გარკვეული სახის დანაშაულის გამოძიება.

საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ეს რეფორმა პასუხობს ძალიან ბევრ გამოწვევას. დღემდე ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოთხშაბათს წულუკიანი პარლამენტშიმინისტრის საათისფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე წარდგა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეებს, რომელიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების და ჩინოვნიკების, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან დამამცირებელ მოპყრობას.

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოც კომპეტენციაში შევა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტების შემთხვევების გამოძიება, რომელიც ძალადობის ან იარაღის გამოყენებით არის ჩადენილი.