192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ხელისუფლება არასაპატიმრო სასჯელს უფრო ეფექტურს გახდის
2019-03-22 10:59:44

არასაპატიმრო სასჯელის სისტემის რეფორმა საქართველოში პატიმართა რესოციალიზაციაზე იქნება მიმართული

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეგმავს არასაპატიმრო სასჯელის სისტემის რეფორმირებას ამ საკითხით დაკავებული ორი უწყების გაერთიანების გზით, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მისაღებად, განაცხადა პარლამენტში მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მთავრობის რეფორმის ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში გაუქმდა სასჯელაღსრულების სამინისტრო, ხოლო მისი ფუნქციები იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

უახლოეს ხანში განხორციელდება პრობაციის სისტემის რეფორმა, რომლის შედეგი იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრისამ ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანება და ასევე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მთავარი აქცენტი პატიმრების რესოციალიზაციაზე კეთდება.

ჩვენ ნაკლები დანახარჯებით უნდა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთხშაბათს წულუკიანი პარლამენტშიმინისტრის საათისფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე წარდგა. ის ერთადერთი უცვლელი მინისტრია მთავრობაში 2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

პრობაციის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია პირობითი მსჯავრის სისტემაზე, ხოლო დანაშაულის პრევენციის ცენტრი მუშაობს ყოფილ პატიმრებთან და საზოგადოებაში მათი ადაპტაციის პრობლემაზე, მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით.