192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“ქართული სცენის უკვდავი დედოფალი“: ნანი ბრეგვაძემ კვლავ გააკვირვა საქართველო
2019-03-22 16:11:09

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ გააოცა თავისი თაყვანისმცემლები - მან მომღერალ სტეფანესთან (მღებრიშვილი) ერთად დუეტში იმღერა „ისევ წვიმს".

ნანი ბრეგვაძე ვიდეოში ულამაზეს შავ კაბაში გამოჩნდა თამამი დეკოლტეთი. სამოსის ავტორია დიზაინერი დავით გევოქოვი.

მადლობა იმისთვის რომ მომეცა საშუალება, მიმეღო მონაწილეობა ჩემთვის ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში. ეს ჩემთვის დიდი პატივია! ქალბატონ ნანი ბრეგვაძეზე, ალბათ, კომენტარი ზედმეტია, ის უდავოდ ნამდვილი დედოფალია!!!", - წერს გევორქოვი თავის Facebook-გვერდზე.

„ლეგენდარული ნანი", „უბერებელი ნანი", „ქართული სცენის უცვლელი დედოფალი", „საოცრება", „ბრავო" - ასეთი გამოხმაურება ჰპოვა ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალ ჰიტს.

კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი. Youtube-ზე მას ათასობით ნახვა და ასობით მოწონება აქვს.

სიმღერის მუსიკა ეკუთვნის ვაჟა აზარაშვილს, ლექსი მორის ფოცხიშვილისაა, ხოლო არანჟირება - ნიკოლოზ რაჭველის.