192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის
2019-03-22 16:20:43

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო „გუცა" იწვის,   იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი რამდენიმე წუთის წინ შენობის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 250 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც უწყებაში აცხადებენ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.