192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი მოძრაობის“ ლიდერი გახდა
2019-03-25 07:00:52

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისყრილობა თბილისში კვირას გაიმართა. ყრილობის მონაწილეებს ვიდეოკავშირის დახმარებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

ნაცმოძრაობისთავმჯდომარე ახალი მეთოდით, ელექტრონული კენჭისყრით აირჩიეს. დელეგატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა ტელეფონებისა და სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით მიიღეს. როგორც პარტიაში აღნიშნეს, ეს ინოვაციური მიდგომაა.

ვაშაძეს მხარი დაუჭირა 364-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო ერთი და ერთმა თავი შეიკავა.

რამდენიმე დღის წინ გაიმართანაცმოძრაობისპოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის წამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს.