192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბახტაძემ და ფაშინიანმა სომხეთის ერთ-ერთ სოფელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს
2019-03-25 06:00:04

საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძესთან სომხეთის სოფელ ენოკავანში არაფორმალური შეხვედრა გამართა, იუწყება „Sputnik-სომხეთისომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მხარეებმა ქართულ-სომხური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

ორი ქვეყნის პრემიერმა ყველა სფეროში ქართულ-სომხური ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნა და გამოთქვა იმედი, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას.

ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს როგორც ოფიციალური, ისე არაფორმალური შეხვედრების მნიშვნელობას.

ბოლოჯერ ფაშინიანი და ბახტაძე არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს 15 იანვარს ბოლნისში შეხვდნენ.