192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩინეთის განვითარების ბანკი საქართველოს მრავალმილიონიან კრედიტს გამოუყოფს
2019-03-25 10:00:30

საპარტნიორო ფონდიუპრეცედენტო ხელშეკრულებას პეკინში 25-26 აპრილს მოაწერს ხელს

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,   სახელმწიფო კომპანიასაპარტნიორო ფონდმაჩინეთის განვითარების ბანკთან 20 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაასრულა, ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კრედიტი სახელმწიფო გარანტიების გარეშე გაიცემა.

საქართველოში არსებული სახელმწიფო კომპანიებისათვის ეს პირველი პრეცედენტია. თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება მომდევნო წლისთვის სესხის 50 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თანხა ფონდის საინვესტიციო პორტფელში ჩაირიცხება და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. დეტალების შესახებ ფონდი ინფორმაციას არ ავრცელებს.

შეთანხმებული პირობების შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერა პეკინში 25-26 აპრილს დაგეგმილერთი სარტყელი, ერთი გზისსაერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იგეგმება.

საპარტნიორო ფონდიეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, რომელთა ღირებულება 1 მლნ აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, 98 პროექტია დაფინანსებული პროგრამასტარტაპ საქართველოსფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს დაფუძნდა.

ფონდის მთავარი მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება საინვესტიციო პროექტების განხორციელების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს - ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება.

საპარტნიორო ფონდის ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-მდე და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-მდე არის შეზღუდული.