192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ოქრო მოიპოვა
2019-03-25 12:00:14

ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ეტაპებზე სეზონზე მესამე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,   იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპში ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა გაიმარჯვა.

ხმალში შეჯიბრების ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ აო ლანჯუს ანგარიშით 15:2 აჯობა.

ხეცურიანისთვის მსოფლიო თასის ეტაპზე ეს ოქროს მედალი სეზონზე მესამე გახდა და კარიერაში - მე-15.

აღსანიშნავია, რომ ხმალში შეჯიბრებაში მონაწილეობას ასევე სხვა ქართველი სპორტსმენი - ნინო ტიბილაშვილი იღებდა. სამწუხაროდ, მან ნახევარფინალში გარდამავალი ბრძოლა წააგო და უმედლოდ დარჩა.