192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შეკეთდება ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი
2019-03-25 09:48:26

Jnews-ის ინფორმაციით ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა განაცხადა, რომ ამ შენობას   ისტორიული-კულტურული ღირებულება აქვს და ყველას არ აქვს უფლება ადგეს და შეაკეთოს.  
"ბეღელში  პატარა  მონაკვეთი ჩამოშლილია, ჭერზე კი  ორი ფიცარია დამპალი.  გასულ წელს მივმართეთ კულტურის დაცვის  სააგენტოს, რათა ნება დაგვრთონ განვაახლოთ ის. სახელმწიფო სწორია, აუცილებელია ისე შეკეთდეს, რომ  გარეგნული შესახედაობა არ იქნას დარღვეული"- ამბობს კ. კიურღიანი.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგამოფენო დარბაზში გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი  ექსპონატების ახლებურად წარმოდგენისათვის.
ტერიანის მშობლიური სახლი 137 წლისაა 1957 წლიდან სახლ-მუზეუმში  არ ჩატარებულა სერიოზული სარემონტო სამუშაოები. იყო ნაწილობრივი რემონტი, მაგრამ მათ  სისტემატური ხასიათი არ ჰქონიათ.