192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ერევანში განიხილავენ სომხეთის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს
2019-03-25 14:23:32

ერევანში შეიკრიბებიან მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ბიოტექნოლოგიების, ეკონომიკის და სხვა სამეცნიერო  განხრების დარგში, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ეკონომიკისა და პოლიტიკის ეფექტიანად განვითარების მოდელირებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. როგორც იუწყებიან მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოების კავშირიდან, ერევანში გაიმართება სამეცნიერო კონფერენციები ეკონომიკის და ბიოტექნოლოგიების სფეროს დარგებისადმი მიძღვნილი აკადემიური ღონისძიებების ფარგლებში.

,,ევოლუცია და ხელოვნური ინტელექტი" სახელწოდებით კონფერენცია გაიმართება 29 მარტიდან 3 აპრილამდე, ხოლო საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია კი, 1-2 აპრილს. სამეცნიერო კონფერენციები ხორციელდება არტემ ალიხანიანის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიის მიერ, სრ მთავრობის (წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ავინიანის), მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოების კავშირის (მტსკ) და "საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დახმარების" პროექტის წრეებში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით სომხეთს ეწვევიან მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები.