192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არტაკ აპიტონიანს მთელი რიგი შეხვედრები ჰქონდა ბუენოს აირესში
2019-03-25 15:43:26

გაერო- სამხრეთ-სამხრეთ თანამშრომლობის მაღალი დონის მეორე საერთაშორისო სამიტის ფარგლებში არგენტინის საგარეო საქმეთა მდივან გუსტავო სლაუვინენმა მიიღო სომხეთის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არტაკ აპიტონიანის მეთაურობით.

როგორც იუწყებიან სრ სსს–დან შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სომხურ-არგენტინული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის გამო, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში არგენტინის სომხური საზოგადოების როლს, განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავებისა და გააქტიურების პერსპექტივები.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, სომხეთთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს ვალდ ვოლფს. განიხილეს ორი ქვეყნის დღის წერსრიგთან დაკავშირებული საკითხები. შეთანხმებები იქნა მიღწეული საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ურთიერთვიზიტების ორგანიზების ჩათვლით.