192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება... - პატრიარქი
2019-03-25 15:30:07

ავ­ტო­კე­ფა­ლია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არა­ვინ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. უწ­მინ­დეს­მა მრევლს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღე მი­უ­ლო­ცა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ამის შესახებ აუწყებს ამბები.GE. 

პატ­რი­არ­ქის თქმით, დღეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა ის­ტო­რი­ულ თა­რიღს.

„ჩვენ ქედ­სა და მუხლს ვიყ­რით იმ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­თაც იღ­ვა­წეს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნი­სათ­ვის. ეს იყო კი­რი­ო­ნი, ლე­ო­ნი­დე, ამ­ბრო­სი, ქრის­ტე­ფო­რე, კა­ლის­ტრა­ტე და მრა­ვა­ლი სხვა", - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ ავ­ტო­კე­ფა­ლია ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის­გან ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დროს, მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში მი­ი­ღო. პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კო­სი კი პეტ­რე იყო და შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას. პატ­რი­არ­ქის თქმით, 1500 წელი დას­ჭირ­და, რომ კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის მა­შინ­დელ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს ეცნო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია.

„ავ­ტო­კე­ფა­ლია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არა­ვინ არ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ თა­რიღს და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ლოც­ვით ღმერ­თმა და­ლო­ცოს, გა­აძ­ლი­ე­როს, გა­ამ­თლი­ა­ნოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

პა­რაკ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.