192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბულგარეთმა გაწყვიტა შეთანხმება საქართველოსთან და სომხეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ
2019-03-26 10:10:10

ბულგარეთის მხარის განცხადებით, შეთანხმება რიგ საკითხებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  ბულგარეთის ხელისუფლებამ გაწყვიტა სამმხრივი შეთანხმება სომხეთთან და საქართველოსთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ, იუწყებაSputnik-სომხეთი" ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მარტის დასაწყისში ბულგარულ მასმედიაში გაჩნდა განცხადება, რომ ბულგარეთის მთავრობამ სომხეთთან და საქართველოსთან მულტიმოდალური ტვირთების გადაზიდვის შესახებ შეთანხმების დენონსაცია მოახდინა.

სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროში განმარტეს, რომ საუბარია გრძელვადიან შეთანხმებაზეტვირთების მულტიმოდალური გადაზიდვის შესახებ" თბილისს, ერევანსა და სოფიას შორის, რომელსაც 2003 წლის 10 ოქტომბერს ერევანში მოეწერა ხელი.

შეთანხმება დღემდე არ ამოქმედებულა. ბულგარული მხარის შეტყობინებით, ქართულმა მხარემ არ ამცნო მათ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ", – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება შეთანხმების გაწყვეტის მიზეზებს, როგორც უწყებაში განაცხადეს, ბულგარულმა მხარემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ შეთანხმება რიგ წინააღმდეგობებს შეიცავს, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ბულგარეთის ევროკავშირში შესვლის შემდეგ (2007 წელს) ეს შეთანხმება მიუღებელი გახდა ბულგარეთისთვის.

მუტიმოდალური გადაზიდვაესაა ტვირთის ტრანსპორტირება ერთი შეთანხმებით, რომელიც სრულდება, სულ მცირე, ორი სახეობის ტრანსპორტით.