192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართული ღვინით საფრანგეთში გასტრონომიულ ფესტივალზე დაინტერესდნენ
2019-03-26 10:18:28

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  ქართული ღვინო წარდგენილი იყო საფრანგეთის ქალაქ ტულონში ყოველწლიურ გასტრონომიულ ფესტივალზე Salon Bacchus, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

ფესტივალში მონაწილეობდნენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან 11 კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალზე წასვლა ქართულმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია LE PONT CAUCASIEN-ის მეშვეობით შეძლეს.

როგორც ყოველთვის, ქართული ღვინის სტენდთან სამი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. საერთო ვიზიტორთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობა. ამ გზით ქართულ ღვინოს ჩვენ მივიტანთ უშუალოდ მომხმარებლამდე და ცნობადს გავხდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შედეგად ღვინის პროფესიონალები, რესტორნები, ღვინის მაღაზიები და ღვინის ბარები უფრო დაინტერესდებიან ჩვენი ღვინით", – აღნიშნა LE PONT CAUCASIEN-ის დირექტორმა ილია კახოიძემ.

საფრანგეთში ქართულ და, განსაკუთრებით, ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, აღნიშნავენ სააგენტოში.

საფრანგეთში 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 113 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 2017 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 17 ათასზე მეტი ბოთლი, რაც გასული წლის ამ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით მეტია.

გასტრონომიული ფესტივალი Salon Bacchus საფრანგეთში 22-24 მარტს გაიმართა.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500- ქართული ფესვები აქვს.