192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ სარგსიანმა მიიღო კომპანია “ფრაისუოთერჰაუსკუპერს“-ის (PwC) წარმომადგენლები
2019-03-26 09:00:59

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიიღო კომპანია "ფრაისუოთერჰაუსკუპერს"-ის (PwC) წარმომადგენლები, კაპიტალური პროექტებისა და ინფრასტრუქტურების გლობალური ხელმძღვანელი, აფრიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპ, ცენტრალური აღმოსავლეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხაზით პარტნიორი რიჩარდ აბადი, უძრავი ქონების, მშენებლობისა და გარემოს დაცვის უფროსი, რუსეთის პარტნიორი ინგა შაჰნაზაროვა და აღმასრულებელი დირექტორი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების უფროსი სვეტლანა მირონიუკი.

სომხეთის პრეზიდენტის აპარატის უწყებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩვენ ქვეყნაში კომპანიის საქმიანობის გაფართოების საკითხები. კერძოდ, ხაზგასმით აღინიშნა, თანამშრომლობ საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში.

კომპანია "ფრაისუოთერჰაუსკუპერს"-ი მსოფლიოში უდიდესი აუდიტორული, საბუღალტრო, საგადასახადო კონსულტაციის, კორპორატიული ფინანსებისა და იურიდიული მომსახურების ქსელებიწევრი და საქმიანობს 158 ქვეყანაში. 2007 წლიდან კომპანია ფუნქციონირებს ასევე სომხეთში.