192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი და ევროკავშირი აქტიურად მიიწევს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების განხორციელების მიმართულებით
2019-03-27 11:58:56

სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების განხორციელების უზრუნველმყოფი ღონისძიებების კოორდინატორ უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადდა საგზაო რუკის პროექტი, და უკვე ამა წლის მაის-ივნისში შესამდგარ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის მეორე სხდომის დამტკიცების შემდეგ, საგზაო რუკის საბოლოო ვერსია მიღებულ იქნება სრ მთავრობის მიერ, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტი, და შევა განხორციელების ეტაპში. ფონდ "კონრად ადენაუერ"–ის მხრივ ორგანიზებულ "სომხეთი ევროპის გზაზე" სახელწოდებით ღონისძიების დროს ამი შესახებ აღნიშნა სრ ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა.

რუბენ რუბინიანის განცხადებით, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებათაგანია სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმება, რომელიც უკვე რატიფიცირებულია სომხეთისა და  ევროკავშირის 10 წევრი ქვეყნის მიერ.