192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ვენაში შეხვდებიან
2019-03-27 12:18:22

28-29 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან იუწყებიან, რომ ეუთო- მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ინიციატივით, ვენაში გაიმართება ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეხვდება ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს და პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენს.