192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჯავახეთის დელეგაცია დიასპორის სამინისტროს ეწვია
2019-03-27 12:00:38

დიასპორის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  ბაბკენ ტერ-გრიგორიანმა მიიღო ჯავახე სომხებ დელეგაცია. სრ  დიასპორის სამინისტროს უწყებით დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წინამძღვრის შემცვლელი არქიმანდრიტი მაღაქია ამირიანი, პატრიოტული გაერთიანება   "ჯავახკის" ფონდის აღმსრულებელი დირექტორი არმენ ავეტისიანი  და სხვები. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახლადდანიშნული წინამძღვრის გაცნობა, ჯავახეთის სომხების პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ბაბკენ ტერ გრიგორიანმა ხაზი გაუსვა  ჯავახეთის სომეხთა ეპარქიის კულტურული და საგანმანათლებლო საკითხების მოგვარების მხარდაჭერას სამინისტროს მხრიდან, აღნიშნა, რომ მომავალში დიასპორის საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისი გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.

დისკუსიის დროს მინიშნება გაკეთდა დიასპორის წინაშე წამოჭრილ საკითხებსა და გამოწვევებზე, გადაწყდა, რომ დისკუსიები უფრო ხშირი და უწყვეტი გახდეს.