192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფაშინიანმა განაცხადა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით შესრულების, სამხედრო მოსამსახურეებისა და პედაგოგების ხელფასების გაზრდის შესახებ
2019-03-27 13:42:58

სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2019 წლისთვის გადაჭარბებით შესრულდება მინიმუმ 40 მილიარდი დრამით. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო პროგრამის შესრულების პროცესისა და შედეგების შესახებ მოხსენების განხილვის დროს განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. "სამი თვის ჩვენი მუშაობის შეჯამებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ 2019 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდება მინიმუმ 40 მილიარდი დრამით. ეს დაახლოებით 90 მილიონი დოლარია. ანუ, სახელმწიფო შემოსავლები 2019 წელს იქნება, სულ მცირე ამდენით მეტი, ვიდრე გათვალისწინებული იყო ეროვნული ასამბლეის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით. ეს არის უპრეცედენტო მინიმუმ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რადგან ჩვენ დიდხანს არ გვქონდა სიტუაცია, როდესაც ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით შესრულებულიყო, და თანაც ამხელა მოცულობით",– განაცხადა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია იმის თქმა, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა ამ დამატებითი შემოსავლებით.
"ჩვენ ვაპირებთ, 2019 წლის 1 ივლისიდან 10 პროცენტით გავზარდოთ  სომხეთის  შეიარაღებული ძალების  სამხედროების ხელფასი, ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან  იგივე ოდენობით გავზარდოთ სომხეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგების ხელფასი. საქმე ეხება დაახლოებით 38 000 პედაგოგს.

გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ამ წელს განვახორციელოთ 303 კილომეტრი საავტომობილო გზების სხვადასხვა დონის რეაბილიტაცია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ბოლო 9 წლის განმავლობაში, მაგრამ ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ პროცესში იქნება დანაზოგები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.