192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს უთხრა
2019-03-27 15:01:14

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების თანახმად, საქართველოში შემოსვლაზე 2019 წლის იანვარ-თებერვალში უარი დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს უთხრეს. ეს ათასით მეტია ერთი წლის წინანდელ მონაცემზე.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმყოფებოდა 998,2 ათასი ვიზიტორი (+0,2%). ყველაზე ხშირად ამ პერიოდში ქვეყანაში შემოდიოდნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები.

მხოლოდ იანვარში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის დაახლოებით 1,6 ათას მოქალაქეს, ხოლო თებერვალშიდაახლოებით 1,7 ათასს. ამ მხრივ ლიდერობენ ირანის, ინდოეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ყველაზე ხშირად ვის უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე

ქვეყნის მოქალაქეები

იანვარი

თებერვალი

ირანი

576

564

ინდოეთი

366

428

აზერბაიჯანი

124

141

თურქეთი

116

102

თურქმენეთი

72

102

ამას გარდა, საქართველოდან იანვარში გააძევეს ოთხი ადამიანიბანგლადეშის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰაიტის მოქალაქეები. თებერვალში ქვეყანა იძულებით დატოვა ეგვიპტის ოთხმა მოქალაქემ, ირანის ოთხმა მოქალაქემ, ასევე ერაყის, თურქეთისა და პაკისტანის თითო-თითო მოქალაქემ.

საქართველოს შსს ცალკე აქვეყნებს სავიზო რეჟიმის დარღვევების სტატისტიკას, უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ყოფნის წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეები.