192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არარტ მირზოიანი და ევროპის საბჭოს საპარლამენტაშორისო ასაბლეის თავმჯდომარე შეეხნენ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს
2019-03-28 10:38:26

სრ ეროვნული კრების თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა მიიღო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტაშორისო ასაბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი  პასკიე. ამის შესახებ გვაცნობეს სრ ეკ-დან.
პარლამენტის ხელმძღვანელმა დიდი მნიშვნელობა მიანჭა ეროპის საბჭოსა და მის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და მათ დახმარებას სომხეთში დემოკრატიული რეფორმებისა და მიღწევების საკითხში. შეეხო რა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას  და თანასწორობის საკითხებს ეროვნული კრების თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის პოზიცია და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად იბრძვის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გარანტიისა და დაცვისათვის.შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის პროგრამებზე, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების პროცესზე, სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. არარატ მირზოიანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეეხება ამ ტრაგედიას. როგორც მან აღნიშნა, ეჭვგარეშეა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აღიარება საჭიროა მომავალში ასეთი დანაშაულის განმეორების თავიდან ასაცილებლად.