192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ყაზახ ბიზნესმენებს საქართველოში ელექტროავტობუსების ასაწყობი ქარხნის აშენება სურთ
2019-03-28 11:29:48

ყაზახ მეწარმეებს საქართველოს ბიზნესგარემო მოსწონთ და ქვეყნის ხელისუფლებას ახალ საინვესტიციო პროექტებს სთავაზობენ

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  ყაზახ ბიზნესმენებს საქართველოში სარკინიგზო ვაგონების შეკეთება და ელექტროავტობუსების ასაწყობი საწარმოს გახსნა სურთ, განუცხადაSputnik-საქართველოსპარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრია.

მისი სიტყვებით, ამჟამად ყაზახურ სარკინიგზო ვაგონებს რუსეთში არემონტებენ, რაც ყაზახებს ძალიან ძვირი უჯდებათ. ამიტომ ყაზახმა ინვესტორებმა საქართველოს მთავრობას სარკინიგზო ვაგონების შეკეთების ერთობლივ პროექტზე მუშაობის დაწყება შესთავაზეს.

მათ (ყაზახებს) აქვთ პარკი, 100 ათასი ვაგონი, რომლებიც უკვე ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. რუსეთი ძალიან დიდ თანხას ითხოვს. ამიტომ ყაზახებმა გადაწყვიტეს პროექტის საქართველოში რეალიზება და ვაგონების ჩვენთან შეკეთება, თავიანთი პარკის განახლება, ერთობლივი ყაზახურ-ქართული საწარმოს შექმნა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა 30 მილიონი დოლარი. ინვესტორებს სურთ, ამ თანხის ნახევარი საქართველოს ხელისუფლებამ გამოყოს, თუმცა საქართველო ასეთი თანადაფინანსებისთვის ჯერ არ არის მზად.

დეპუტატი ყაზახეთის კიდევ რამდენიმე საინვესტიციო პროექტზე საუბრობს. მაგალითად, ყაზახ ბიზნესმენებს ელექტროავტობუსების ასაწყობ საწარმოში 10 მილიონი დოლარის დაბანდება სურთ.

ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების, ელექტროავტობუსების წარმოება აქ, საქართველოში. ისინი მზად არიან, დააფინანსონ და ააშენონ ქარხანა, რათა საქართველოს პროექტმწვანე ეკონომიკური სისტემისრეალიზებაში დაეხმარონ“, - განაცხადა დეპუტატმა.

ავტობუსების პარკის განახლება თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2019 წელს მერია ამზადებს ტენდერს 240 რვა- და ათმეტრიანი ავტობუსების შესაძენად, რომლებიც ბუნებრივ გაზსა და ელექტროძრავებზე იმუშავებს. 2020 წლიდან კი თბილისში დამატებით შემოიყვანენ 200 ახალ 18-მეტრიან ელექტროავტობუსს და მათი სწრაფი გადაადგილებისთვის სპეციალურ დერეფნებს მოამზადებენ.

სულ ავტობუსების შეცვლის პროგრამის ფარგლებში მერია 750 ახალი ავტობუსის შეძენას და ძველი ავტობუსების მთლიანად გამოცვლას გეგმავს.

რას ფიქრობენ ამის თაობაზე ექსპერტები

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ელექტროავტობუსების ასაწყობ პროექტს მომგებიანად მიიჩნევს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში წარმოებული ავტობუსების ფასი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

თუ, მაგალითად, გერმანიაში დამზადებული ავტობუსი 100 ათასი დოლარი ეღირება, ხოლო საქართველოში დამზადებული - 150 ათასი, არა მგონია, ეს საინტერესო იყოს. მაგრამ თუ ფასისა და ხარისხის პარამეტრებით ავტობუსები საკმაოდ მიმზიდველი იქნება, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დაინტერესდება. უბრალოდ საჭიროა სწორი გათვლა - რამდენი, როგორი ხარისხისა და ფასის ავტობუსების გამოშვებას შეძლებენ“, - განუცხადა ჭარაიამ ჟურნალისტებს.

მან საქართველოში ყაზახური ვაგონების რეაბილიტაციის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, აზერბაიჯანულ და სომხურ ვაგონებს აახლებენ.

ბოლომდე არ მესმის, რას გულისხმობენ ისინი საქართველოსთან ერთად თანადაფინანსებაში. ეს შეიძლება ეხებოდეს წარმოების მასშტაბების გაზრდას. დავუშვათ, წელიწადში რამდენი სარკინიგზო ვაგონის რეანიმირება შეუძლიათ. თუ დღეს ეს არის, მაგალითად, 100 ვაგონი წელიწადში, ყაზახებს კი უნდათ წელიწადში 200 ვაგონის შეკეთება, ქართულმა კომპანიამ უნდა გაზარდოს თავისი შესაძლებლობები“, - აღნიშნა ჭარაიამ.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო შეძლებს ყაზახური ვაგონების რეაბილიტაციის საინვესტიციო პროექტში 15 მილიონი დოლარის დაბანდებას.

ეს არ არის დიდი ინვესტიცია, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლოს თავისი წილის შეტანა. მე ამ წინადადებას მივესალმები. აქ იყო ძალიან კარგი, მძლავრი ვაგონმშენებელი ქარხანა... დღეს ის კერძო საწარმოა, მაგრამ რომელი ჭკვიანი მეწარმე არ მიესალმება საკუთარი ბიზნესის ასე განვითარებას?“ - აღნიშნა გიორხელიძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შესანიშნავი ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.