192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება
2019-03-28 11:43:01

ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყონ.

„საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ. ჩვენ გვინდა, რომ  ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც  ყველაფერი იქნება – კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით,  ბათუმს ეს აუცილებლად ექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.