192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო ნოემბერში ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდება
2019-03-28 11:42:23

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საქართველო ნოემბრიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი ფინეთისგან მიიღო. საქართველო პირველად უხელმძღვანელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში – 2020 წლის მაისამდე.

მიმდინარე წელს 20 წელი ხდება, რაც საქართველო ევროპის საბჭოს სრულფასოვანი წევრია.

ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამას ემთხვევა ისიც, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტობა უწევს. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყანა ჰყავს და თითოეული მათგანი ევროსაბჭოს მორიგეობით თავმჯდომარეობს. საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდი ნოემბრიდან დაიწყება. ეს ისეთი შესაძლებლობაა, რისი უფლებაც ჩვენ ქვეყანას ათწლეულებში ერთხელ ეძლევა. ჩვენ კიდევ უფრო აქტიური წელი გველოდება... ჩვენ გვინდა ეს შესაძლებლობა ქვეყნის ინტერესებისთვის გამოვიყენოთ", – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველო ევროპის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით მუშაობას გააძლიერებს.

ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ნეგატიური თემები არ იქნება, გვინდა ევროპას ის მიღწევები და რეფორმები კიდევ უკეთესად გავაცნოთ, რაც ქვეყანას აქვს. ეს გვჭირდება არა იმიტომ, რომ თავი მოვიწონოთ, არამედ ქვეყანას მხარდაჭერა და ამ ქვეყნების მხრიდან დახმარება ჰქონდეს", – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მალე საქართველოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის წევრები და ასევე ორგანიზაციის ლიდერები ეწვევიან.

გარდა ამისა, აპრილში საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლებს.

ასამბლეის პრეზიდენტს პლენარული სხდომის ფორმატში მოვუსმენთ როგორც განსაკუთრებულ, მაღალი რანგის სტუმარს", – აღნიშნა ჩუგოშვილმა.