192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სოციალური მუშაკები პროტესტს აცხადებენ - ხელისუფლება გამოსავალს ეძებს
2019-03-28 12:56:45

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოში კვირის დასაწყისში სოციალური მუშაკების ნახევარზე მეტი გაიფიცა, ამასთან, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მათ მოქმედებების გეგმა შესთავაზა.

როგორც ცნობილია, 244 თანამშრომლიდან გაფიცულია 180. ისინი მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას, თანამშრომლების შტატის გაზრდას, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფას, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის ოთახების მოწყობას.

იმისთვის, რომ სოციალური მომსახურების სფერო, რომელშიც  შედის ბავშვებზე ძალადობის საგანგებო შემთხვევებზე რეაგირება, არ იყოს პარალიზებული, სამინისტრომ სამუშაოზე გამოიძახა შტატგარეშე მუშაკები, მობილიზება გაუკეთა მთავრობის შიდა რესურსებს. გარდა ამისა, როგორც უწყების ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ განაცხადა, უკვე შემუშავებულია ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც სოციალური აგენტების შრომის პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„გაფიცვა - ეს მათი უფლებაა, მაგრამ, იმავდროულად, მნიშვნელოვანია, ისინი დაბრუნდნენ სამოქმედო გეგმის განხილვის სამუშაო ფორმატში", - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, უკვე დამტკიცებულია მინისტრის ბრძანება სოციალური მუშაობის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად, ისინი ადმინისტრაციული საქმიანობისგან გაათავისუფლეს. ამასთან, იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადება. შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევლენ სოციალური მუშაკები, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.