192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არჩევნები მოახლოებულია - ხელისუფლება და ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადებიან
2019-03-28 12:59:40

საპარლამენტო შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამ ეტაპზე ცესკომ 18 პარტია და 8 საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს მასალებში.

საპარლამენტო არჩევნები გაიმართება მხოლოდ მთაწმინდის რაიონში, რომლის მოსახლეობა აირჩევს თავის წარმომადგენელს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, რომელიც გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

რაც შეეხება რეგიონებს, მერების შუალედური არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოს ცალკეული დეპუტატების არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის კონკრეტულ ოლქებში.