192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ამერიკის ნევადას შტატში გაიხსნება პირველი მუზეუმი მიძღვნილი მე-20-ე საუკუნეში განხორციელებული გენოციდების შესახებ
2019-03-29 10:31:20

როგორც იუწყება Review Journal-ი, შესაბამისი 257 კანონპროექტისაგან, რომელიც  წარედგინება შტატის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად, ახალი მუზეუმი გაიხსნება ნევადას კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის იგიდით.

ცნობაში ნათქვამია, რომ მუზეუმის ცალკე მონაკვეთი მიძღვნილი იქნება მე-20-ე საუკუნეში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულის - სომეხთა გენოციდისადმი, ხოლო დანარჩენი მნახველებს მოუთხრობს ჰოლოქოსთის შესახებ.

ორგანიზატორებს განზრახული აქვთ წარმოადგინონ რუანდისა და კამბოჯის გენოციდების ისტორიებიც. გარდა ამისა, მასალები იქნება მომზადებული ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რაიონებში ქრისტიანების მასობრივი ჟლეტის მცდელობების შესახებ.