192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთს ეწვია ნატო-ს პროგრამა „დაცვითი განათლების ამაღლებ“-ის ჯგუფი
2019-03-29 11:09:24

მორიგი ვიზიტით  ერევანში იყო ჩამოსული სპეციალურად სომხეთის რესპუბლიკის ხელშეწყობისათვის  შექმნილი ნატო-ს  პროგრამა   „დაცვითი განათლების ამაღლებ“-ის  ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ნატო-ს  ცენტრალური შტაბის, ისევე როგორც  კანადის და აშშ-ს სამხედრო- სასწავლო დაწესებულებების მოწინავე ექსპერტები.

როგორც იუწყებიან სრ თავდაცვის სამინისტროდან, ვიზიტის მიზანი იყო სრ თავდაცვის სამინისტროს კადრების, სამხედრო განათლების დეპარტამენტისა და სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების 2018 წლის თანამშრომლობის პროგრამების შეჯამება და 2019 წლისათვის და შემდგომი პერიოდისათვის თანამშრომლობის მიმართულებების შეთანხმება.  

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული სამუშაო შეხვედრისას სომხურმა მხარემ წარმოადგინა მოხსენება დაცვითი განათლების სფეროსა და სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ვიზიტის შედეგები შეაჯამდა  სრ თავდაცვის მინისტრის მოადგილე  გაბრიელ ბალაიანთან შეხვედრისას. საუბრის მონაწილეებმა განიხილეს სამხედრო განათლების სფერში განხორციელებული რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, დასახეს  შემდგომი თანამშრომლობის მიზნები.