192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ და სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები
2019-03-29 11:00:25

სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველ არმან ოიან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიესთან. ამის შესახებ აუწყებს სრ ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტ.

"შეხვედრაზე განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობის პრინციპები. კერძოდ, სომხეთში წამების პრევენციის, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პირების,  ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისფეროში განხორციელებული სამუშაოები, წამოჭრილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობის ჩარჩოს გაფართოებასთან დაკავშირებით, "- ნათქვამია განცხადებაში.