192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 1 აპრილიდან პატიმრობით დაისჯება
2019-03-29 12:45:40

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1 აპრილიდან ამოქმედდება შესწორებები, რომლის თანახმად, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული გახდება.

შესწორებების თანახმად, ეს მოქმედება, პოლიციის მიერ ამ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელიც გამოიწვევს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, დაისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით

მაგრამ, თუ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა გამოიწვევს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, ეს დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ავარიაში დამნაშავე მძღოლი, თუ ავარიის შედეგად დაიღუპება ერთი ადამიანი, და რვიდან 11 წლამდე, თუ დაიღუპება ორი ან მეტი ადამიანი.

ამასთან, 1 აპრილიდან მძღოლების ნარკოტიკებზე შემოწმების ახალი წესები ამოქმედდება. ამისთვის მძღოლს შარდის ანალიზისთვის ლაბორატორიაში აღარ წაიყვანენ, არამედ მას სპეციალური ტესტებით ადგილზე შეამოწმებენ.

შესწორებების ამოქმედებამდე ტრანსპორტის მართვა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ადმინისტრაციული წესით – მძღოლის მართვის უფლების ჩამორთმევის ისჯება.