192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ინციდენტი საქართველო-ირლანდიის მატჩზე: უეფამ საქმე აღძრა
2019-03-29 12:48:27

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველოსა და ირლანდიის გუნდებს შოპრის გამართული საფეხბურთო მატჩის შედეგებთან დაკავშირებით, უეფამ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა, იუწყება РИА Новости ევროპული ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით. 26 მარტს დუბლინში გამართული D ჯგუფის შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.საქმე უკავშირდება გულშემატკივრების ქცევას, რომლებმაც ტრიბუნებიდან მოედანზე უცხო საგნები გადმოყარეს. საქმის განხილვა 16 მაისს მოხდება.როდესაც ირლანდიის გუნდის გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, მატჩი შეჩერდა. მათ ამ ფორმით ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დელანის ორგანიზაციის სტრუქტურაში დარჩენა გააპროტესტეს.