192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთისა და რუსეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება მოსკოვში 4 აპრილს.
2019-04-01 09:40:24

სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება 4 აპრილს მოსკოვში.

რუსეთის დედაქალაქში სომხეთის დელეგაციის გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე შაბათს გამოქვეყნდა, ხელი მოაწერა  სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინანმა, აუწყებს  ტასს-ი.

"სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომასა (4 აპრილი) და მის წინ გამართულ ექსპერტთა სხდომაზე (3 აპრილი) მონაწილეობის მიღების მიზნით  2019 წლის 2-4 აპრილს,  დელეგაცია მიევლინება რუსეთის ფედერაცი  დედაქალაქ მოსკოვში", -ნათქვამია მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში.