192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველომ თბილისის გრან-პრიზე ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა
2019-04-01 12:22:02

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ათი მედალი მოიპოვა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართველმა ძიუდოისტმა ლევან მატიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე დასკვნით ბრძოლაში საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

მძიმე წონის ფინალში (+100 კგ) მატიაშვილმა ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს ვაზარით დამატებით დროში მოუგო.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ონისე ბუღაძემ, რომელიც მესამე ადგილისთვის გელა ზაალიშვილს დაუპირისპირდა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის ზედიზედ მესამედ საერთო გუნდური ჩათვლა მოიგო. ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზე 10 მედალია: ორ-ორი ოქრო და ვერცხლი და ექვსი ბრინჯაოს მედალი.

თბილისის გრან-პრის საქართველოს ნაკრების გამარჯვებულები და პრიზიორები:

ოქრო:

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)

ლევან მატიაშვილი (+100 კგ)

ვერცხლი:

გიორგი თუთაშვილი (-66 კგ)

გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ)

ბრინჯაო:

ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ)

ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ)

ვალერი იაშვილი (-73 კგ)

ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ)

ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ)

ონისე ბუღაძე (+100 კგ)