192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვენაში განხილული იყო მოლაპარაკებებში არცახის მონაწილეობის საკითხი, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-04-01 15:05:11

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ ლოგიკურ და კულტურულ მიდგომას. მან თავის ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის დროს, შეეხო რა ვენაში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მის შეხვედრას, განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ არ ეძებენ გამარჯვებულს ან დამარცხებულს. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა – მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის შემდეგ მხარეები მათ კომენტარებში მოლაპარაკებების ლოგიკის ერთგული დარჩნენ 100 პროცენტით. მან შენიშნა, რომ 2 ქვეყნის ლიდერების ხანგრძლივი საუბრის შემდეგ არის განცხადებები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ ვენის მოლაპარაკებები წავიდა სტეფანაკერტის დღის წესრიგით, იმ დღის წესრიგით, რომელსაც ჩვენ ავღნიშნავდით 12 მარტს სტეფანაკერტში, სრ და არცახის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ერთობლივ სხდომაზე. ამ სხდომაზე ვთქვი, რომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია "არცახის" წარმომადგენლის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში. ახლა კი ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის მოთხოვნა, მოლოდინი არ არის, არც კაპრიზი, არც წინაპირობა, ეს მიზნად ისახავს მოლაპარაკებების პროცესის  ეფექტურად გახდომას", ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ  ვენაში იმსჯელეს მოლაპარაკებებში  არცახის მონაწილეობის საკითხის შესახებ, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.