192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სასამართლო რეფორმის ბედი: საქართველოში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან
2019-04-02 12:11:18

კომისიის დელეგაცია სასამართლო რეფორმის საკითხზე მოსაზრებათა მთელ სპექტრს ეცნობა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გააცნეს დაგეგმილი ცვლილებები კანონშისაერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

მმართველი პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსმიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა მარტში პირველი მოსმენით მიიღო.

დელეგაციის წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა გამართეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, რომელმაც სტუმრებს დეტალურად გააცნო კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურები.

დელეგაციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის საერთო მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი გათავისუფლება. დელეგაციამ მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ქართული ოცნებისდეპუტატებმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გააცნეს კანონპროექტის ძირითადი პრინციპები, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნას ეხება.

ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის შეფასება საჭიროა, რათა გამოირიცხოს კანონპროექტთან დაკავშირებული ყველა სუბიექტური შეკითხვა და პოლიტიკური სპეკულაცია.

უახლოეს პერიოდში ველოდებით რეკომენდაციებსა და დასკვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან. მათ გვითხრეს, რომ შეეცდებიან, რაც შეიძლება მოკლე ვადებში წარმოადგინონ შეფასებები. ბუნებრივია, როდესაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასკვნა, ჩვენ ამას განვიხილავთ ყურადღებით და ყველა რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.