192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში საგუნდო მუსიკის ფესტივალზე ევროპელი და ამერიკელი მუსიკოსები შეიკრიბებიან
2019-04-02 12:20:20

ხუთი ქვეყნის მუსიკოსები საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს - 4 აპრილიდან 14 მაისამდე მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, აშშ-დან და აზერბაიჯანიდან დედაქალაქში 11 კონცერტს გამართავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები, ტრადიციულად სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. წელს საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დარბაზში და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. წელს მრავალფეროვანი პროგრამაა, ადგილობრივ მონაწილეებთან ერთად, ათობით უცხოელი მონაწილეც ესტუმრება თბილისს. მინდა გამოვყო 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც მონაწილე ქართული და ლიტვური გუნდები თავიანთი შემოქმედებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ისტორია

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძეა.

ფესტივალი ყოველ გაზაფხულზე კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და ნიკოლოზ რაჭველის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია და ემსახურება ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიცაზიას და განვითარებას, საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას. ფესტივალის ცხრაწლიანი ისტორიის განმავლობაში, მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 50-მდე, მათ შორის 15 უცხოური გუნდისთვის.