192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
2019-04-02 12:32:41

უსაფრთხო ქვეყნად აღიარება საქართველოს მოქალაქეებს ჩეხეთში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურას გაურთულებს.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო.

ჩეხეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ", – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ჩეხეთის რესპუბლიკა ამიერიდან საქართველოს მოქალაქეების თხოვნას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ უმოკლეს ვადებში განიხილავს.

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის სივრცეში მეთორმეტე ქვეყანაა იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. მანამდე საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადეს ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტაინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა და დანიამ.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოსაცვლელად გათვალისწინებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ბოლო მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 იანვარს დამყარდა. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ქვეყნები თანამშრომლობენ როგორც ეკონომიკურ საკითხებში, ისე ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.