192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა პატივი მიაგო აპრილის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას
2019-04-02 13:53:27

ერევანი, 2 აპრილი, არმენპრესი. სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სრ ეროვნული კრების სპიკერი არარატ მირზოიანი, მთავრობის წევრები, დეპუტატები და მაღალი რანგის სამხედრო პირები 2 აპრილს ეწვივნენ  სამხედრო პანთეონ "ერაბლურ"–ს და პატივი მიაგეს აპრილის ომში სამშობლოს საზღვრების დაცვისას თავგანწირვით დაღუპულ გმირთა  ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები. "არმენპრესი" იუწყება, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირების  მიერ ადგილზე შესრულდა პანაშვიდის წესი.

ნიკოლ ფაშინიანმა და არარატ მირზოიანმა  ყვავილებით შეამკეს ვაზგენ სარგსიანის, სარდალ, საზოგადო მოღვაწე ანდრანიკ ოზანიანის საფლავი. ყვავილების გვირგვინით შეიმკო უგზო–უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების მემორიალიც.