192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სვერდლოვსკის კინორეჟისორები ფილმს იღებენ საქართველოს, სომხეთის და რუსეთის ურთიერთობების შესახებ
2019-04-02 14:43:11

სვერდლოვსკში დაიწყო დოკუმენტურ ფილმის "სომხეთი, საქართველო, რუსეთი. კულტურათა დიალოგი"  გადაღებები. ამის შესახებ იუწყება სვერდლოვსკის ოლქის მთავრობის ვებგვერდი.

საერთაშორისო პროექტის "სომხეთი, საქართველო, რუსეთი. კულტურათა დიალოგი" მიზანია, რომ მოუთხროს სამი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებისა და საერთო ისტორიის შესახებ. მთავარი მიზანია რუსებს, სომხებსა და ქართველებს შორის ეთნიკური თანამშრომლობის განვითარება როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოში ფილმის პირველი ნაწილის  გადაღებები გაგრძელდება 9 აპრილამდე. მთავარი წერტილი იქნება თბილისი, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეცნიერებისა და კულტურის მრავალი სომეხი წარმომადგენელი, და ახალქალაქი, რომელიც რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს ისტორიის გზაჯვარედინს წარმოადგენს.
ამის შემდეგ ფილმის შემქმნელები გადაინაცვლებენ სომხეთში, სადაც გადაღება გაიმართება ერევანში და ბერდში.
სომხეთში გადაღებების შემდეგ, ისინი დაბრუნდებიან სვერდლოვსკის რეგიონში.