192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჰაკობ არშაკიანმა სვიტალსკისთან ერთად განიხილეს სომხეთში ევროკავშირის პროგრამები
2019-04-03 14:20:27

სრ ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა მიიღო ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი სომხეთში, ელჩი პიტერ სვიტალსკი.

სამინისტროდან იუწყებიან, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის მხარდაჭერილ პროგრამებზე და ახალი სომხეთის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის  ინიციატივების შესახებ. ჰაკობ არშაკიანმა აღნიშნა მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარების მნიშვნელობა, ხაზი გაუსვა სამომავლო პროექტების მიმართ არსებულ დიდ მოლოდინებს და ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივებს.
მათ ასევე განიხილეს სომხეთის ციფრული დღის წესრიგის  ფორმირებისა და შემუშავების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებულ  საკითხთა მთელი რიგი, ასევე ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის შესაძლებლობები.
ჰაკობ არშაკიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის მრავალმხრივი და გაფართოებული თანამშრომლობისთვის.