192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სომხეთს ეწვევა
2019-04-03 15:00:24

4 და 5 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა დელეგაცია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ანდრეას ფოსკულეს ხელმძღვანელობით.

სტეფანაკერტი, 3 აპრილ, არცახპრესი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სენატის პირველი პრეზიდენტი შტეფან ჰარბართი, სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ვიზიტის მიზანია ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება და კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში გამოცდილების გაზიარება.  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებ.