192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ძალის გამოყენება ვერ შეძლებს არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე ზეწოლას. სრ სსს აპრილის ომის წლისთავთან დაკავშირებით
2019-04-03 15:57:59

სრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება არცახის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აპრილის აგრესიის მესამე წლისთავთან დაკავშირებითრომელშიც ნათქვამია: "სამი წლის წინ ამ დღეს, 2016 წელს, 2 აპრილს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებები არცახის წინააღმდეგ. აზერბაიჯანმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის, აგრეთვე ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რომელიც მას ჰქონდა აღებული ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის წრეებში.
ძალის გამოყენებას თან ახლდა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრივ განხორციელებული საშინელი სიმხეცეები. ისინი იმეორებდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში მათ მიერ ჩადენილ ხოცვასა და ეთნიკურ წმენდას.

ამჯერად, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უფრო ფართო ძალადობის უშუალო  საფრთხე  დაუყოვნებლად იქნა თავიდან  აცილებული  მყრ–ის თავდაცვის არმიის მიერ. სომეხმა სამხედროებმა და მოხალისეებმა თავი გასწირეს  არცახის ხალხის თავიანთ სამშობლოში ცხოვრებისა და შემოქმედებისათვის.

აპრილის ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალის გამოყენება ვერ შეძლებს არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების დათრგუნვას. არცახის სტატუსი და უსაფრთხოება ნებისმიერი ეფექტური მოლაპარაკების შინაარსის შეუცვლელი ელემენტებია, რომლებიც მიმართულია არცახის  ხალხის მშვიდობიანი ცხოვრების  უზრუნველყოფაზე.
ძალის გამოყენებას ან გამოყენების საფრთხის გამორიცხვას, ცეცხლის შეწყვეტის მკაცრ დაცვას, რისკების შემცირებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების დანერგვას არსებითი მნიშვნელობა აქვთ მშვიდობისათვის  ხელსაყრელი გარემოს ფორმირების საქმეში.
აპრილის აგრესიის გამო კონფლიქტის მოგვარების პროცესში შექმნილმა ჩიხმა უჩვენა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს".