192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„ევროვიზია 2019“-ზე საქართველო მეთერთმეტე ნომრით გამოვა
2019-04-03 20:03:43

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2019" საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე მე-11 ნომრით გამოვა, ნათქვამია „ევროვიზიის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში წარდგება.

ღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარფინალს კვიპროსის წარმომადგენელი, ქართველი თამთა გოდუაძე (Tamta) გახსნის სიმღერით Replay, ხოლო საღამოს დაასრულებს სან-მარინოს წარმომადგენელი სერჰატი კომპოზიციით Say na-na-na.